ალ ნასრის მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა
საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “ალ იტიჰადთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ, “ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუ წაგებაში დაადანაშაულა. “ერთ-ერთი რამ, რამაც შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, იყო კრიშტიანუ რონალდუს ხელიდან გაშვებული შანსი პირველ ტაიმში. ვულოცავ “ალ-იტიჰადს”. მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ შედეგის მიღება ვერ მოვახერხეთ”, – […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აღმოჩენად დასახელდა. გამოცემა italpress-მა იტალიის სერია A-ს 20 მწვრთნელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 3 სხვადასხვა ნომინაციის გამოვლენა სთხოვა, ესენია: ჩემპიონატის აღმოჩენა – გუნდი და ფეხბურთელი და რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონატს. ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელებს შორის სწორედ 21 წლის ქართველი ტალანტი გახდა. გამოკითხვაში 20-დან 17-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, […]
“ეს ლამაზი ფეხბურთის მქადაგებლების დუელი იქნება” – იტალიური მედიის პროგნოზი
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, საშინაო კედლებში “რომას” უნდა დაუპირისპირდეს, დედაქალაქურმა გამოცემა Il Messaggero-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და აქცენტი სწორედ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დიდებულ პოტენციალზე გააკეთა. “ეს იქნება მაგიური ღამე, რომელიც ორი მწვრთნელის დაპირისპირებად გარდაიქმნება: სკუდეტოს და ევროპული ტიტულების მომგებ მწვრთნელი, იმ მწვრთნელს დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონობასთან ასე […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 19 ტურის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb-მა საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად, კიდევ 4 ნეაპოლელი, კიმ მინ ჯაე, მარიო რუი, სტანისლავ ლობოტკა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 […]
იტალიური მედიის პროგნოზი: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “რომას” დაუპირისპირდება და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ აქვს, ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და “რომასთან” შეხვედრაში მოედანზე გასვლას […]
მანჩესტერ სიტიმ გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლი გაიხსენა | VIDEO
ზუსტად 25 წლის წინ, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ინგლისის ასოციაციის თასზე, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა. 1998 წლის 25 იანვარს გიორგი ქინქლაძის შექმნილ ამ შედევრს, 25 წლის შემდეგ “ქალაქელები” იხსენებენ. “1998 წლის ამ დღეს ქინქლაძემ “ვესტ ჰემთან” ეს საოცარი სოლო გოლი გაიტანა. გაიხსენეთ გიორგი ქინქლაძის წლები “სიტიში” – დოკუმენტურ […]
იტალიური მედია პროკურატურას ადანაშაულებს: ნაპოლის და იუვეს განსხვავებულად ეპყრობიან
იტალიური გამოცემა La Stampa საგამოძიებო ორგანოს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა სატრანსფერო დარღვევების გახმაურებულ საქმეებზე “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” განსხვავებულად ეპყრობა. კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ ნეაპოლის პროკურატურამ საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივება 6 თვით მოითხოვა, დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ კი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი უკვე განიხილა და კლუბი უდანაშაულოდ სცნო. ეს კი იმის ფონზე ხდება, რომ ტურინის “იუვენტუსს” 15 […]
სალერნიტანას პრეზიდენტი: “მადლობა ღმერთს, კვარაცხელია სახლში რჩება”
“სალერნიტანას” პრეზიდენტმა, დანილო იერვოლინომ, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი “ნაპოლის” დაუპირისპირდება კომენტარი გააკეთა და სიხარულით აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან 21 წლის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. “გვსურს, რომ ეს მეგობრული დაპირისპირება იყოს. გვინდა, რომ ამ მატჩით ავაშენოთ ხიდი კლუბებს შორის, რომლის შემდეგაც იქნება მესამე ტაიმი, რომელშიც ჩვენი და […]
ლუჩიანო სპალეტი: “სალერნოში მძიმე მატჩი გველოდება, მაგრამ ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ”
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “სალერნიტანას” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და მათ შორის ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. 63 წლის სპეციალისტის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია გრიპის გამო 21 იანვარს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და განაცხადში არ იქნება. “კვარაცხელია სალერნოში არ მოდის, რადგან […]
ვიქტორ ოსიმენი: “კვარა წარმოუდგენელი მოთამაშეა, ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთად იზრდება”
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლურ მედია-საშუალება kisskissnapoli-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე. “ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი და წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა. კვარას უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურად ძლიერ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორიცაა ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი. […]
უნგრული მედია: ზამთარში ქართველების სამ ტრანსფერს უნდა ველოდოთ
უნგრული მედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე 3 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ელოდება. გამოცემა nb1 ზამთრის პერიოდში ყველა კლუბში მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ საუბრობს, მათ შორის კი იმ სამივე ქართველ ფეხბურთელს განიხილავს, რომლებიც უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ესენი ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი ხარაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე არიან. გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც შემოდგომის შემდეგ “ფეჰერვარის” მთავარ […]