,,არ ვიცი ის ვინ არის” – ისაკი გარი ლინეკერზე
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, შვედეთისა და სლოვაკეთის შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ისაკი შეაქო: ,,ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ისაკი ევროპული გუნდების დიდ ყურადღებას მიიქცევს. განსაკუთრებული ტალანტია,” – დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე. ლინეკერის პოსტის შესახებ აზრი თავად ფეხბურთელს ჰკითხეს, როგორც აღმოჩნდა, ისაკმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის […]
,,არ ვიცი, ისევ ითამაშებს თუ არა” – ერიქსენის ყოფილი ექიმი
დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, ფინეთთან მატჩში გულის გაჩერების შემდეგ, შესაძლოა, ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს. ამის შესახებ Sky News-თან საუბრისას სენტ ჯონსის უნივერსიტეტის სპორტული კარდიოლოგიის პროფესორმა, სანჯაი შარმამ განაცხადა, რომელიც ,,ტოტენჰემში” ყოფნისას ერიქსენთან ერთად მუშაობდა. ,,ფაქტია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა – რატომ მოხდა ეს? ამ ბიჭს 2019 წლამდე ნორმალური ტესტები […]
,,არ მიკვირს, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ” – მიულერი გოსენსს
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტომას მიულერი, პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელს – რობინ გოსენსს გაეხუმრა, რომელიც მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა: ,,გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ,” – მიულერის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს. გოსენსი მიულერის ნათქვას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა – ,,დიახ, მიულერმა მართლაც ასე მითხრა. მე კი ვუპასუხე, რომ სჯობს კარგი […]
,,გადაგვარჩინე, რობერტო! შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ!” – შოტლანდიური გაზეთი
ყოველდღიურმა შოტლანდიურმა გაზეთმა, The National-მა ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, ახალი ნომერი ორიგინალური ყდით გამოუშვა. გაზეთის ყდაზე ,,სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინია, რომელიც შოტლანდიელთა ეროვნულ გმირს, უილიამ უოლასს გამოხატავს: ,,გადაგვარჩინე, რობერტო! შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ! კიდევ 55 წელი მათგან ამაზე საუბარს ვეღარ მოვითმენთ,” – წერია გაზეთის მთავარ ყდაზე. გაზეთი […]
,,გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა” – ნეიმარმა დონარუმასთან კონფლიქტი უარყო
,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ,,რეალთან” მარცხის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან იჩხუბა. ნეიმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სტატიის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დონარუმასთან მიმოწერის სქრინშოტი დაურთო: დონარუმა: გამარჯობა, ნეი! ბოდიში გუშინდელისთვის… ეს სტატია მიუღებელია. ნეიმარი: მეგობარო, დამშვიდდი, ფეხბურთში ასეთები ხდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს […]
,,გრეისს ეგონა, რომ ფოტოს ვიღებდით” – ლაშა ბექაური სახალისო ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო)
,,დედაშენს დაუჯერე!” – პსჟ-ს ფანებმა პოგბას შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს
,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებს საყვარელ გუნდში პოლ პოგბას გადმოსვლა არ სურთ. Get French Football News-ის ცნობით, ქომაგებმა პარიზული კლუბის ბაზასთან ბანერი გამოფინეს და ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს: ,,პოგბა, დედაშენს უნდა მოუსმინო! მას არ უნდა, რომ აქ გადმოხვიდე, არც ჩვენ!” – წერია ბანერზე. ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ,,პსჟ” მზადაა, ,,მანჩესტერ იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო […]
ლა ლიგის 29-ე ტურში ,,კადისმა” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. მატჩის 29-ე წუთზე ერთმანეთს სიტყვიერად ხუან კალა (კადისი) და მუქტარ დიახაბი (ვალენსია) დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთში დიახაბიმ თანაგუნდელებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, მოედანი დატოვა და შეხვედრა დროებით შეწყდა. აღნიშნულ ეპიზოდს ,,ვალენსიას” მცველი – ხოსე გაია გამოეხმაურა: ,,დიახაბიმ გვითხრა, რომ კალამ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. მოედანზე იმიტომ დავბრუნდით, […]
,,ეს კუმანის მისამართით არ ყოფილა” – სუარესმა გუშინდელი ჟესტი ახსნა
მადრიდის ,,ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ,,ბარსელონას” კარში გატანილი გოლის შემდეგ გამოყენებული ჟესტი ახსნა – ურუგვაელმა ხელით ტელეფონი გამოსახა: ,,გუნდის მოგებით მოხარული ვარ, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. ჩემთვის ბარსელონა განსაკუთრებული მეტოქეა, მაგრამ ატლეტიკოსთვის ბოლომდე დავიხარჯე. ვიცოდი, რომ გოლის გატანის შემთხვევაში, ყოფილი თანაგუნდელებისადმი პატივისცემისა და გუნდში არსებული მდგომარეობის გამო, ბოდიშის მოხდა მომიწევდა. ჩემი ჟესტი კუმანის მისამართით […]
,,ეს სამარცხვინო იყო” – როგორ მოხვდა აინტრახტის 30 ათასი ფანი კამპ ნოუზე
,,ბარსელონამ” დაიწყო შიდა გამოძიება, რათა დადგინდეს თუ როგორ მოხვდა ,,აინტრახტის” 30 ათასი გულშემატკივარი ,,კამპ ნოუზე”. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელებმა მოწინააღმდეგე გუნდს ოფიციალურად 5 ათასი ბილეთი გადასცეს, დანარჩენები კი მატჩს, სავარაუდოდ, ტუროპერატორების დახმარებით დაესწრნენ. გარდა ამისა, გერმანელმა ფანებმა ბილეთები გადამყიდველებისგანაც შეიძინეს. ,,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ეს სამარცხვინო იყო! აღშფოთებული ვარ, რადგან ასეთი რამ არასდროს […]
,,ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგისა და თასის ფინალებში და ეს ჩვენთვის ამხანაგურ მატჩებს ჰგავდა” – გვარდიოლა ბარსელონაზე
,,მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, კატალონიის ,,ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდი გაიხსენა: ,,ჩვენ გუნდში ნამდვილი მხეცები თამაშობდნენ, რომლებიც კონკურენციისთვის ყოველთვის მზად იყვნენ. მე მათგან ბევრი ვისწავლე. მუშაობა მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან მომიწია, რომელმაც ,,ათიანი” 23 წლის ასაკში, გუნდიდან რონალდინიოს წასვლის შემდეგ მიიღო. ასევე, კლუბში იყო 7-8 მოთამაშე აკადემიიდან და არაერთი ძლიერი უცხოელი. ვთამაშობდით ჩემპიონთა […]