Belive

ბასილაშვილი BMW Open-ის ნახევარფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მიუნხენის ტურნირის (BMW Open) მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 95-ე ჩოგანი – ნორბერტ გომბოში 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კასპერ რუუდი (24) იქნება, რომელმაც ჯონ მილმანს მოუგო. მატჩი დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ილია ივაშკა და იან-ლენარდ შტრუფი დაუპირისპირდებიან. BMW Open-ის მოქმედი ჩემპიონი კრისტიან გარინია. ჩილელმა 2019 წელს ფინალში მატეო ბერეტინი დაამარცხა.

სხვა სტატიები