Belive

ბასილაშვილი Halle Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჰალეს ATP-ი ტურის 500-იანი სერიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რუდოლფ მოლეკერი (262) 2 სეტში, ანგარიშით 7:6, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. Halle Open-ის (NOVENTI OPEN) შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე იანიკ ჰანფმანი (96) იქნება, რომელმაც დღეს ალექსანდრ მიულერს სამ სეტში მოუგო. ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა ხვალ, 13 ივნისსაა ჩანიშნული. ჰალეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერია, შვეიცარიელმა 2019 წელს ფინალში დავიდ გოფენთან იმარჯვა. როჯერს ჰალეს ღია პირველობა კარიერაში ათჯერ აქვს მოგებული.  

სხვა სტატიები