Belive

მეორედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ჩემპიონია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კაცთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ფინალში სტეფანოს ციციპასი (5) ხუთ სეტში, ანგარიშით 6:7, 2:6, 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა და ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. ფინალური დაპირისპირება 4 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 1 400 000 ევრო გამოიმუშავა. ციციპასი კი 1200 ქულასა და 750 000 ევროს დასჯერდა. სერბ ჩოგბურთელს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, კარიერაში 19 დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა. საფრანგეთის ღია პირველობის ბოლო გამარჯვებული რაფაელ ნადალი იყო, რომელმაც გასულ წელს ფინალში სწორედ ნოვაკს მოუგო.



 

სხვა სტატიები