Belive

ჯოკოვიჩი: ,,იმედია, იტალია მხოლოდ საფეხბურთო ფინალში მოიგებს''

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მატეო ბერეტინისთან გასამართ უიმბლდონის ფინალზე ისაუბრა:
,,მასთან ბალახზე არასდროს მითამაშია. ეს მისთვის დიდი სლემის პირველი ფინალია, ჩემთვის 30-ე. იმედი მაქვს, დიდი გამოცდილება დამეხმარება. მატეო თავის საუკეთესო ჩოგბურთს თამაშობს, განსაკუთრებით ჩაწოდებისას, მისი ფორჰენდიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ბერეტინი ნიჭიერი და ჭკვიანი ჩოგბურთელია, ის თავიდანვე აგრესიულად იწყებს. ფეხბურთი და ჩოგბურთი, მამა მია იტალია, ეს ფანტასტიკურია! მატეოს ჩემთან განსაკუთრებული არაფერი აქვს დასაკარგი, აი, იტალიის ნაკრებზე კი ამას ვერ ვიტყვით. იმედია, ორივე მატჩი მშვენიერი იქნება, იტალია კი მოგებას მხოლოდ საფეხბურთო ფინალში შეძლებს,'' - ჯოკოვიჩის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.
უიმბლდონის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები