Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი Us Open-ის 1/16-ფინალში დამარცხდა (ვიდეო)

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში მსოფლიოს 39-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამერიკელ რეილი ოპელკასთან (24) სამ სეტში, ანგარიშით 6:7, 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა ოპელკას მეტოქე მერვედფინალში ლოიდ ჰარისი იქნება, რომელმაც 1/16-ფინალში დენის შაპოვალოვთან იმარჯვა. გასულ წელს, Us Open-ის პირველ რაუნდში, ნიკამ ჯონ მილმანთან წააგო. ტურნირზე ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს დააფიქსირა, როცა მერვედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში დამარცხდა. ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია - ავსტრიელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.
შეხვედრის მიმოხილვა 

სხვა სტატიები