Belive

ბასილაშვილი ციციპასთან მოგების შემდეგ: ,,ჩემთვის ფედერერის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანი იყო''

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ინდიან უელსის მეოთხედფინალში სტეფანოს ციციპასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ამ ტურნირზე შესანიშნავი მატჩები ჩავატარე. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ იმით თუ როგორ ვითამაშე დღეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ზეწოლას თავი კარგად გავართვი - პირველად მეოთხედფინალში, თანაც ასეთ კორტზე სუპერმოთამაშის წინააღმდეგ. ჩემთვის კარგი ფიზიკური და ემოციური ფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ვიცოდი, რომ ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდოდა. ბევრი ვივარჯიშე და კარგად ვითამაშე. მიხარია, რომ გადამწყვეტ მომენტს გავუმკლავდი. ჩემთვის აქ საუკეთესო პირობები არ არის, რადგან ბურთი ძალიან სწრაფია, თუმცა წელს შესანიშნავად ვთამაშობ. არის თუ არა ეს მოგება ჩემს კარიერაში საუკეთესო? არა, როჯერ ფედერერთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგან, ისევე როგორც ყველასი, ის ჩემი კერპიცაა. მასთან მოგება უმნიშვნელოვანესი იყო,'' - განაცხადა ბასილაშვილმა.
ინდიან უელსის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტეილორ ფრიცი იქნება.

სხვა სტატიები