Belive

ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2022 წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი – ATP Cup, ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა და მათი საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. სასიხარულოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, საქართველო ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე მონაწილე 24 ქვეყანა გადანაწილებული იქნება 6 ჯფუში – თითოეულ ჯგუფში იქნება 4 მათგანი იქნება, საიდანაც მომდევნო ეტაპზე გავა თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი. ტურნირი პირველად 2020 წელს ჩატარდა, სადაც გამარჯვება სერბეთმა შეძლო, ხოლო 2021 წელს ტიტულს რუსეთი დაეუფლა. 2021 წელს ტურნირის საპრიზო ფონდი $7,500,000 იყო, ხოლო წლევანდელი საპრიზო კი $4,500,000 იქნება.

საქართველოს ნაკრების ჯგუფი:

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში: არგენტინის, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მოხვდა.
თითოეულ ნაკრებში მინიმუმ ერთი ვარსკვლავის ხილვა შეგვეძლება, მაგალითად საბერძნეთის ნაკრების ლიდერი - სტეფანოს ციციპასი იქნება, თუმცა მან რამდენიმე კვირის წინ ოპერაცია ჩაიტარა და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ATP Cup-ზე მონაწილეობას. პოლონეთის ნაკრების ლიდერი - ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მეცხრე ჩოგანია. არგენტინის ნაკრების ლიდერი კი - დიეგო შვარცმანი იქნება. საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ულიდერებს.

შემადგენლობები

საქართველო - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე. საბერძნეთი - სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, პეტროს ციციპასი, მარკოს კალოველონისი, არისტოტელის ტანოსი. პოლონეთი -  ჰუბერტ ჰურკაჩი, კამილ მაირჩაკი, კასპერ ჟუკი, იან ზიელინსკი, შიმონ ვალკოვი. არგენტინა - დიეგო შვარცმანი, ფედერიკო დელბონისი, ფედერიკო კორია, მაქსიმო გონსალესი, ანდრეს მოლტენი.

სხვა სტატიები