Belive

დოლგოპოლოვი: ,,რუსეთი სპორტისა და კულტურის სფეროში მთლიანად უნდა დაიბლოკოს''

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ყოფილი უკრაინელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, მიიჩნევს, რომ რუს სპორტსმენებს მონაწილეობა ყველა სპორტულ სახეობაში უნდა აეკრძალოთ:

,,ვფიქრობ, იმისათვის, რომ რუს სპორტსმენებს თამაშის უფლება მისცე, საკმარისი არ არის, ერთი-ორი სიტყვით თქვან, რომ ომის წინააღმდეგნი არიან. არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ ისინი დროშის გარეშე, ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობენ. დაწესებული სანქციებიც კი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს, რუსეთის პრეზიდენტის შესაკავებლად არასაკმარისია. ყველა ამ ჩოგბურთელს პირადად ვიცნობ. ტურში ყოფნისას, მედვედევთან მითამაშია კიდეც. ისინი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ, პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ რუსეთი სპორტისა და კულტურის სფეროში მთლიანად უნდა დაიბლოკოს. მგონია, რომ საკუთარ მთავრობასა და პრეზიდენტზე თითოეული რუსია პასუხისმგებელი. უკვე ვესაუბრე ATP-ის წარმომადგენელს და ვუთხარი, რომ ზედმეტად პასიურები არიან. ,,ჩვენ ომის წინააღმდეგნი ვართ'' ყველგან გვესმის - მის სამყაროზე, ოსკარის დაჯილდოებაზე, მაგრამ ისინი აქ ბავშვებს და ქალებს არაფერს ეკითხებიან,'' - განაცხადა დოლგოპოლოვმა.
ალექსანდრ დოლგოპოლოვმა, სხვა უკრაინელი სპორტსმენების მსგავსად, იარაღი აიღო და საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვის. WTA-სა და ATP-ის გადაწყვეტილებით რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ინდივიდუალურ ტურნირებსა და გრანდ სლემებზე, თუმცა ისინი რუსეთის ან ბელარუსის სახელითა და დროშებით ვერ იასპარეზებენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Alex Dolgopolov AKA "THE DOG" (@alexdolgopolov)

სხვა სტატიები