მსოფლიოს მე-20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობაზე (Barcelona Open Banc Sabadell) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ხაუმე მუნარსა (105) და არტურ რინდერკნეხს (59) შორის გამარჯვებული იქნება.
ბარსელონაში პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე კასპერ რუდია, მესამე კი – ოჟე-ალიასიმი.
ნიკოლოზმა ბოლოს მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშა, სადაც გრიგორ დიმიტროვთან პირველივე წრეში დამარცხდა.
Barcelona Open Banc Sabadell-ი 18 აპრილს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.
Main Draw #BCNOpenBS 2022 (update) 👇@ATPTour_ES | @atptour pic.twitter.com/XgbcfWU3j0
— Barcelona Open Banc Sabadell (@bcnopenbs) April 16, 2022