Belive

20 წლის წინ დღევანდელ დღეს - ფედერერის ისტორიული გამარჯვება პიტ სამპრასთან

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

39 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ჩოგბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილისათვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ფედერერის ბრწყინვალე კარიერა 1998 წლიდან იღებს სტარტს, მაშინ როდესაც საჩოგბურთო სამყაროში პიტ სამპრასის, ანდრე აგასის, ლეიტონ ჰიუიტისა და სხვა ბრწყინვალე ჩოგბურთელების ერა იყო. ჩოგბურთის ექსპერტების მიერ პიტ სამპრასი ყველა დროის ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელთა სიაში ირიცხება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც საჩოგბურთო სამყაროს თავი ფენომენალური თამაშით დაამახსოვრა, არაერთი ტიტული მოიპოვა. 7-გზის უიმბლდონის, 5-გზის ამერიკის ღია პირველობის და 2-გზის როლან გაროსის გამარჯვებულმა, კარიერა 30 წლის ასაკში, ჯანმრთელობის არახელსაყრელი მდგომარეობის გამო დაასრულა.



როჯერისა და სამპრასის გზები მათი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, უიმბლდონზე, გადაიკვეთა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული და სამახსოვრო მატჩი იყო - შვეიცარიელის ტრიუმფით. ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის 2 ივლისს, მაშინ, როდესაც პიტ სამპრასი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იყო, 19 წლის ფედერერი კი მე-15, უიმბლდონის 1/8-ფინალში ფედერერმა პიტ სამპრასი 5-სეტიან დაპირისპირებაში, ანგარიშით - 7:6(7); 5:7; 6:4; 6:7(2); 7:5, გაიმარჯვა. ეს შეხვედრა ფედერერისათვის მისივე თქმით, ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი იყო და მის სამომავლო წარმატებაში საკუთარი როლი აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები