Belive

2015 წლიდან დღემდე ეს მხოლოდ ენდი მარიმ და სტენ ვავრინკამ შეძლეს

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
თანამედროვე საჩოგბურთო სამყაროში ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რატომ ვერ იგებენ ახალი თაობის ჩოგბურთელები დიდი სლემის ტურნირებს, ამაზე პასუხი ჩოგბურთის ექსპერტებისაგან ძალიან მარტივია - იმიტომ რომ პროფესიონალურ კარიერას ჯერ კიდევ აგრძელებს "დიდი სამეული", რომელიც აღნიშნულ ასპარეზზე ჩემპიონობას ახლოს არავის აკარებს - როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. 2015 წლიდან დღემდე 20 დიდი სლემის ტურნირია ჩატარებული, საიდანაც 17 სწორედ "დიდი სამეულის" ტრიუმფით დასრულდა, უფრო კონკრეტულად:
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი - 9
  • რაფაელ ნადალი - 5
  • როჯერ ფედერერი - 3
ენდი მარი, რომელიც პლანეტის ყოფილი პირველი ნომერი იყო, "დიდ სამეულს" ერთადერთხელ (2015 წლის შემდეგ) აღუმართა დაუძლეველი ბარიერი საკუთარი თავის სახით, ეს გახლდათ 2016 წლის უიმბლდონზე.
რაც შეეხება სტანისლას ვავრინკას, მან 2015 წლიდან დღემდე 2-ჯერ შეძლო დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონობა - 2015 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე და 2016 წელს ამერიკის ღია პირველობაზე.
2015 წლიდან დღემდე დიდი სლემის ტურნირის მოგება "დიდი სამეულის გარდა" მხოლოდ ენდი მარიმ და სტენ ვავრინკამ შეძლეს. აქვე გეტყვით, რომ სტენს და ენდის 2015 წლამდე კიდევ თითო-თითო სლემი აქვთ მოპოვებული.

გთავაზობთ 2015 წლიდან დღემდე დიდი სლემის ჩემპიონებს: 

  დიდი ტრიოს ჯამური სლემები: 
  • როჯერ ფედერერი - 20
  • რაფაელ ნადალი - 19
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი - 16

სხვა სტატიები