Belive

2022 წელს ცონგა კარიერას დაასრულებს | ფრანგი ბოლო ტურნირს საკუთარ სამშობლოში გამართავს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2022 წელს თანამედროვე ჩოგბურთს, 21-ე საუკუნის კიდევ ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი, ჟო-უილფრიდ ცონგა გამოაკლდება. ფრანგ ჩოგბურთელს 17 აპრილს 37 წელი შეუსრულდება, რაც რიგ შემთხვევებში სრულფასოვან სპორტულ კონდიციაში ყოფნისთვის ხელისშემშლელი ასაკია. ცონგას აქტივში 18 კარიერული ტიტული აქვს. ასევე, 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალურ ეტაპზეც შეძლო ასპარეზობა. რაც შეეხება როლან გაროსს და უიმბლდონს, ფრანგმა ჩოგბურთელმა ორივე ტურნირზე ნახევარფინალური შეხვედრები ითამაშა (უიმბლდონი 2011, 2012; როლან გაროსი 2013, 2015;) კარიერის საუკეთესო ნიშნულს ცონგამ 2012 წელს მიაღწია, როდესაც მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი იყო. მისი გამომუშავებული თანხა 22,427,568$-ია. ცონგამ დააანონსა, რომ კარიერას საკუთარ სამშობლოში დაასრულებს. მისი ბოლო ტურნირი 2022 წლის როლან გაროსი იქნება, რომელიც 22 მაისს აიღებს სტარტს და გრაფიკის მიხედვით 5 ივნისს დასრულდება.

ცონგას საუკეთესო მომენტები | VIDEO


სხვა სტატიები