Belive

4:6; 0:6 | ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჰამბურგის ღია პირველობაზე ასლან კარაცევთან (37) 2 სეტში - 4:6; 0:6 დამარცხდა და ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა. მიმდინარე წელს ნიკოლოზი ძალიან ცუდად გამოიყურება. მან ჩატარებული 35 თამაშიდან 23 წააგო. მსგავსად სხვა შეხვედრებისა, ბასილაშვილი ვერც რუსის წინააღმდეგ გამოიყურებოდა კარგად - პირველი ჩაწოდების 49%-იანი მაჩვენებლითა და 5 ორმაგი შეცდომით, ქართველი კარაცევთან 5-ჯერ დაბრეიკდა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგის აღნიშნული ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოიგო. 30 წლის ქართველი ATP-ის რეიტინგში 28-ე ადგილზეა.  

სხვა სტატიები