Belive

4 თვიანი პაუზის შემდეგ - ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი დღეს გერმანიის საჩვენებელ ტურნირზე ითამაშებს. ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 257-ე ჩოგანი, მიშა ზვერევი იქნება. დაპირისპირება გერმანიის ქალაქ ჰალეში გაიმართება. ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად 27-ე ადგილზეა, დღევანდელ მეტოქეს კარიერაში 3-ჯერ დაუპირისპირდა. ქართველ ჩოგბურთელს ზვერევთან უარყოფითი ბალანსი - 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები