Belive

6:0 6:1 - ბასილაშვილი უხერხულ მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ცინცინატის მასტერსზე, მაკენზი მაკდონალდისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება შედგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი უხერხულ მეტოქესთან კვლავ უსანსოდ დამარცხდა. მაკდონალდისა და ბასილაშვილის დაპირისპირება 2 სეტში, 6:0 6:1 დასრულდა. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, მაკდონალდი და ბასილაშვილი მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი როტერდამში გაიმართა, რომელიც ამერიკელის გამარჯვებით (6:3 6:2) დასრულდა. ბასილაშვილისა და მაკდონალდის გზები როლან გაროსზეც გადაიკვეთა, სადაც გამარჯვება კვლავ ამერიკელს ერგო (3:6 1:6 4:6). ნიკოლოზ ბასილაშვილმა რევანში ვერც ცინტინატის მასტერზე შეძლო - დაპირისპირება, რომელიც მხოლოდ 53 წუთს გაგრძელდა, მაკდონალდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ცინცინატის მასტერსზე მაკენზი მაკდონალდი მსოფლიო რეიტინგის მე-4 პოზიციაზე მყოფ და ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტს ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
 

სხვა სტატიები