Belive

ალექსანდრ ზვერევმა და ჩილიჩმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ხორვატიაში, ადრიატიკის ტურზე ბორნა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ, გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩორიჩთან წაგების შემდეგ, დიმიტროვი დაუყოვნებლივ მონაკოში მდებარე სახლში გაემგზავრა, სადაც თავი ცუდად იგრძნო, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ხორვატ ჩოგბურთელს - ბორნა ჩორიჩსა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის - ნოვაკ ჯოკოვიჩის ფიზ-მომზადების მწვრთნელს. ადრიატიკი ტურზე გამოდიოდნენ შემდეგი ჩოგბურთელები: ბორნა ჩორიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ანდრეი რუბლევი, მარინ ჩილიჩი და ალექსანდრ ზვერევი. მას შემდეგ რაც გრიგორ დიმიტროვი Covid19-ით დაინფიცირდა, ტესტი ჩაიტარეს ჩილიჩმა და ზვერევმა, რომელთაც კორონა ვირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს. ისინი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

სხვა სტატიები