Belive

ენდი მარი: "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ჩოგბურთელს მოვუგე"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ცინცინატის მასტერსს ერთ-ერთ ძირითად გამხსნელ ტურნირად იხსენიებენ. ამერიკული ასპარეზი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირს ორი ლეგენდარული მოთამაშე როჯერი და რაფა აკლია. სპორტული ჟურნალისტები მთავარ აქცენტს პლანეტის ყოფილ საუკეთესო ჩოგბურთელ, ენდი მარიზე აკეთებენ. ბრიტანელს მეორე რაუნდის მეტოქედ საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ალექსანდრ ზვერევი ერგო. ექსპერტების ვარაუდით ზვერევი მარის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა შედეგის მიმდინარეობამ სრულიად სხვა რეალობა გამოკვეთა. 3-სეტიანი დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ ენდი მარიმ გერმანელი მეტოქე მასტერსის ასპარეზიდან გამოთიშა, თავად კი საჩოგბურთო პუბლიკას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მისი ძალა. "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ჩოგბურთელს მოვუგე - ეს ჩემთვის სამოტივაციო რეალობაა და ვეცდები კვლავ განვაგრძო გზა, რომელიც ოპტიმალურ ჩოგბურთამდე მიმიყვანს", - განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა. მომდევნო ეტაპზე ენდი მარის მეტოქე გამოცდილი კანადელი ჩოგბურთელი - მილოშ რაონიჩი იქნება.

სხვა სტატიები