Belive

ახალი კვირიდან პეკინის ტურნირი იწყება!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში აზიური ტურნე მიმდინარეობს. მომდევნო კვირიდან საჩოგბურთო ეპიცენტრი პეკინში იქნება.
basilaaaaaa
30 სექტემბერს სტარტს აიღებს პეკინის ტურნირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული 500-ქულიანი ტურნირია. აღნიშნულ ასპარეზს სხვა 500-ქულიან ტურნირებთან შედარებით უფრო დიდი საპრიზო ფონდიც აქვს. ქართული ჩოგბურთისათვის 2019 წლის პეკინის ტურნირი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. უკანასკნელი 10 წლის ჩემპიონების სია: 
ჩემპიონთა სია
 

ATP Beijing

მოქმედი გამარჯვებული – ნიკოლოზ ბასილაშვილი ქულა – 500 საპრიზო ფონდი – $ 3 515 225 ტურნირის მოსაგებად საჭირო მოგებათა რაოდენობა – 5     წლევანდელ ტურნირზე საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები დარეგისტრირდნენ: დომინიკ ტიმი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი, ენდი მარი, ფელიქს ოჟე-ალიასიმი, კარენ ხაჩანოვი, ფაბიო ფონინი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი და ა.შ. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირაში ჟო-უილფრიდ ცონგასთან მატჩში ტრავმის გამო შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა, საინტერესოა მოახერხებს თუ არა ნიკოლოზი პეკინის ტურნირზე გამოსვლას. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს გასულ წელს პეკინის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, შესაბამისად წლევანდელ ასპარეზზე მას ქულების დაცვა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგში დაქვეითდება.  

სხვა სტატიები