Belive

ალექსანდრ ზვერევი დიდი სლემის ტიტულთან ძალიან ახლოსაა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობა დასკვნით ფაზაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ალექსანდრ ზვერევი სპორტულ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან გერმანელს აქამდე არასოდეს მოუგია დიდი სლემის ტიტული და არც ასეთი რეალური შანსი ჰქონია. ზვერევი იმ 4 ადამიანს შორის ერთ-ერთია ვინც ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ამერიკულ ასპარეზზე დიდი სამეულის არცერთი წევრი არაა - ფედერერი და ნადალი მონაწილეობას საერთოდ არ იღებდნენ, ჯოკოვიჩი კი დისკვალიფიცირდა. ექსპერტების აზრით ზვერევისა და კარენო ბუსტას წყვილის ფავორიტი, ახალგაზრდა გერმანელია. იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრ ზვერევი ესპანელი მეტოქის ბარიერს წარმატებით დაძლევს, ის პირველად კარიერის განმავლობაში დიდი სლემის ტიტულისათვის საფინალო მატჩს ითამაშებს. წარმოშობით რუსმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე მისასვლელ გზაზე, 5 ჩოგბურთელი დაამარცხა, ესენი არიან: ანდერსონი, ნაკაშიმა, მანარინო, დავიდოვიჩ-ფოკინა და ჩორიჩი.

სხვა სტატიები