Belive

ამერიკის ღია პირველობა - 1/8 ფინალური ეტაპის მიმოხილვა

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ჩოგბურთი დაბრუნდა. მიმდინარე წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა, დასასრულსკენ მიდის. 7 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და 1/4 ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილი გახდა. მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა - დომინიკ ტიმმა, ახალგაზრდა კანადელი - ფელიქს ოჟე-ალიასიმი 3 სეტში მარტივად დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი - ალექს დე მინორი იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში, კანადელი - ვასეკ პოსპიშილი დაამარცხა. მცირედი სენსაცია მოახდინა 22 წლის რუსმა ჩოგბურთელმა - ანდრეი რუბლევმა, რომელმაც 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, იტალიელი - მატეო ბერეტინი 4 სეტიან ბრძოლაში (6:4; 3:6; 3:6; 3:6) დაამარცხა. მეორე რუსი - დანილ მედვედევი, რომელიც, ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჯიბრიდან მოკვეთის შემდეგ, ამერიკის ღია პირველობის მთავარი ფავორიტია, ძალიან მარტივად მოიპოვა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური. მან ამერიკელი ფრანცის ტიაფო 3 სეტში უშანსოდ დაამარცხა. 1/4 ფინალში, სწორედ რუსული დაპირისპირება გველის.

ვასეკ პოსპიშილი Vs. ალექს დე მინაური

ფელიქს ოჟე-ალიასიმი Vs. დომინიკ ტიმი

მატეო ბერეტინი Vs. ანდრეი რუბლევი 

ფრენცის ტიაფო Vs. დანილ მედვედევი 

 

სხვა სტატიები