Belive

"ამერიკული ჩოგბურთის ბებიები" 

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ს ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა პატრიკ გელბრეიტმა ამერიკაში ქალ ჩოგბურთელთა წარმატების შესახებ ისაუბრა. "ჩვენი ჩოგბურთელები ფენომენალურები არიან. იზრდებიან შესანიშნავი თაობები და ასევე გვყავს უკვე ჩამოყალიბებული, შესანიშნავი პროფესიონალი ჩოგბურთელები, მაგალითად სლოან სტევენსი და მედისონ კისი. გარდა ამისა, ჩვენ ამერიკული ჩოგბურთის ბებიები გვყავს - სერენა და ვენუს უილიამსები. ასე რომ, ჩვენთან მოთამაშეთა სამი თაობა არსებობს და ყველა მათგანი წარმატებულია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ლეგენდარული დები კვლავაც ძალიან ძლიერები არიან. კაცთა ჩოგბურთი? ჭაბუკებს ბევრი ვარიანტი აქვთ: ისინი შეიძლება გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, კალათბურთელები, ბეისბოლის მოთამაშეები. ჩოგბურთი მათი ჩამონათვალის ბოლოშია, გოგონებისთვის კი ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია",-თქვა USTA-ს პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები