Belive

ანდრეი რუბლევის სვლა ვავრინკამ დაასრულა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან ჩოგბურთის მოყვარულებს წლის უკანასკნელი მასტერსის ტიპის ტურნირით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება. ტურნირი უძლიერესი ჩოგბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაგან გამოსარჩევია ახალგაზრდა რუსი მოთამაშე, ანდრეი რუბლევი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-8 პოზიციაზეა წარმოდგენილი. პანდემიისგან დაწესებული არაერთი შეზღუდვისა და ტურნირების გაუქმების მიუხედავად, რუბლევს შესანიშნავი საჩოგბურთო სეზონი გამოუვიდა - ამჟამად ის წლის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია (5 ტიტული). უნდა აღინიშნოს, რომ რუბლევს უკანასკნელ 21 შეხვედრაში 20 მოგება ჰქონდა, თუმცა პარიზულ ასპარეზზე მისი წარმატებული სვლა (8-დან 8 მოგება), სტენ ვავრინკამ დაასრულა, რომელმაც ანდრეის 3-სეტიანი დაპირისპირება მოუგო. შეგახსენებთ, რომ ვენის 500-ქულიანი ტურნირის მოგების შედეგად რუბლევმა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა.

სხვა სტატიები