Belive

ანდრესკუს საქველმოქმედო ჩოგანი

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ს ღია პირველობის გამარჯვებულმა ბიანკა ანდრესკუმ კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. კანადელი ჩოგბურთელი საკუთარ ჩოგანს ათამაშებს. "ვათამაშებ ჩემს ჩოგანს, რათა ამ რთულ დროში იმ ადამიანებს დავეხმარო, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ყველა თქვენგანს შეუძლია საქველმოქმედო ფონდში 25 დოლარი ჩარიცხოს, რის მერეც გამარჯვების პრედენდებტი გახდება",-დაწერა 19 წლის სპორტსმენმა. ამჟამად, WTA-ს ყველა ღონისძიება 2 მაისამდე შეჩერებულია. კორონავირუსი, რომელიც წინა წლის დეკემბერში, ჩონეთში გაჩნდა, 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად აღიარა. COVID19-ს უკვე 7 ათასზე მეტი ადამიამი ემსხვერპლა, 170 000-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

სხვა სტატიები