Belive

არც ნადალი და არც ჯოკოვიჩი | დანაკლისი ATP Cup-ზე

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2022 წლის ATP Cup-ის გათამაშება, წლის პირველი ტურნირი იქნება, ვინაიდან მისი დაწყების თარიღი პირველი იანვარია. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს, რომლებიც 6 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. თითოეული ჯგუფი 4 ნაკრებით დაკომპლექტდება და მომდევნო ეტაპის საგზურს პირველადგილოსნებთან ერთად ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს. ტურნირის დაწყებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ცნობილი იყო, რომ რაფაელ ნადალი ტრავმის გამო სანაკრებო ტურნირს გამოტოვებდა. ამჯერად გამოირკვა, რომ ATP Cup-ის მონაწილეთა სიაში არც ნოვაკ ჯოკოვიჩი არ იქნება, რაც ფაქტობრივად სერბეთის ნაკრების უშანსობის მომასწავებელია. მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის ტურნირზე არყოფნის მიზეზად ვაქცინაციის პროცედურის უარყოფაა, რომელიც ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით თითოეული სპორტსმენის შემთხვევაში სავალდებულოა. შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ზე მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის განთესვიდან გამომდინარე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი.

სხვა სტატიები