აშშ-ის ღია პირველობა – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

31 აგვისტოს აშშ-ის ღია პირველობა დაიწყება, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი (27) მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ რაუნდში ჯონ მილმანი იქნება. 31 წლის  ავსტრალიელი ამჟამად რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს.

ნიკოლოზს მილმანთან დადებითი ბალანსი აქვს – 2 გამარჯვება და 1 მარცხი. ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2018 წლის პარიზის მასტერსზე შეხვდნენ. პირველი წაგებული სეტის შემდეგ, ჯონმა თამაშის გაგრძელება ბასილაშვილთან ვეღარ მოახერხა.

მილმანის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც აშშ-ის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად არის განთესილი, ფრენსის ტიაფოსა (81) და ანდრეა სეპის (88) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

(691)

აშშ-ის ღია პირველობა – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-