Belive

აშშ-ს ღია პირველობა - ორივე ქართველი შემდეგ ეტაპზეა!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ს ღია პირველობაზე გულშემატკივრის გაოცებას განაგრძობს 21 წლის მარიამ ბოლქვაძე.  202-ე ჩოგანმა კვალიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ დღეს ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა ჩაატარა, მარიამის მეტოქე რეიტინგის 65-ე ნომერი, აშშ-ელი ბერნარდა პერა გახლდათ. მარიამმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში 6:3; 5:7; 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდება, მატჩი 28 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული. წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მისი მეტოქე დღეს მარტონ ფუქსოვიჩი გახლდათ, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიოს 64-ე ჩოგანია. უნგრელი ნიკასთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა რომელიც 3 საათი და 43 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ 5 სეტში ნიკას გამარჯვებით 3:6; 6:4; 6:2 ; 3:6; 6:3 დასრულდა. ბასილაშვილის მეტოქე 1/32 ფინალში აშშ-ს წარმომადგენელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება, რომელმაც მოულოდნელად 4 სეტში ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. ბრუკსბი მსოფლიო 394-ე ჩოგანია და ნიკა მასთან უდავო ფავორიტად ითვლება. ეს მატჩიც, ისევე როგორც მარიამ ბოლქვაძის შეხვედრა, 28 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები