Belive

ასლან კარაცევი - ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი აღმოჩენა და უკვე დამყარებული რეკორდები

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, რუსი ჩოგბურთელი ასლან კარაცევია, რომელიც ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოხვდა. კარაცევის წარმატებული სვლა ჩოგბურთის ყველა მოყვარულისათვის თვალშისაცემი ფაქტია, თანაც ყველაფერთან ერთად 1977 წლის შემდეგ, ის გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.


 
View this post on Instagram
 

A post shared by ATP Tour (@atptour)


ასევე 2005 წლის შემდეგ, კარაცევი პირველი რუსი ჩოგბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მანამდე ეს ლეგენდარულმა მარატ საფინმა შეძლო. თუ კარაცევი დიმიტროვის დამარცხებას ვერ შეძლებდა, ამ რეკორდს რომელიმე რუსი ჩოგბურთელი აუცილებლად გაიმეორებდა, ვინაიდან ერთ-ერთი 1/4-ფინალური დაპირისპირება რუს ჩოგბურთელებს, ადრეი რუბლევსა და დანილ მედვედევს შორის უნდა გაიმართოს. ავსტრალიის ღია პირველობამდე კარაცევი მსოფლიო რეიტინგის 111-ე ჩოგანი გახლდათ, ნახევარფინალში გასვლის შედეგად მას 720 სარეიტინგო ქულა მოემატა და ამჟამად, Live რეიტინგში 42 პოზიციაზე იმყოფება. თუ კარაცევი ფინალში გასვლასაც მოახერხებს 28-ე ჩოგანი გახდება, ხოლო ტურნირის მოგების შემთხვევაში მისი მაქსიმალური შესაძლო პოზიცია მე-14 ნომრობა იქნება.

სხვა სტატიები