Belive

ATP ბაზელი - ფინალი (მიმოხილვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა ბაზელში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი, სადაც ტრიუმფით დაასრულა ასპარეზობა ადგილობრივმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა. 37 წლის მაესტრო საფინალო შეხვედრაში 28 წლის რუმინელ, მსოფლიო რეიტინგის 93-ე ნომერ მარიუს კოპილს დაუპირისპირდა. კოპილს ფინალამდე გასასვლელად ურთულესი ბადის გადალახვა მოუწია, მისი მეტოქეები რაიან ჰარისონი, ტეილორ ფრიცი, ალექსანდრ ზვერევი და მარინ ჩილიჩი გახლდნენ. რაც შეეხება როჯერს მან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა სრულიად საჩოგბურთო სამყაროს, რომ ჯერ კიდევ კარგად შეუძლია საქმის კეთება. პირველ სეტში მარიუს კოპილმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ფედერერმა მალევე მოახერხა წონასწორობის აღდგენა, საბოლოოდ კი სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ერთი მინი-ბრეიკის უპირატესობით სეტი როჯერ ფედერერმა მოიგო. რაც შეეხება მეორე სეტს კოპილმა აქაც მოიახერხა საწყის გეიმებში ბრეიკის გაკეთება, თუმცა მომდევნო გეიმებში მან ორჯერ დაკარგა საკუთარი მოწოდება, რაც შეხვედრის წაგების ტოლფასი გამოდგა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6(3), 6:4 როჯერ ფედერერი ბაზელის ტურნირის ტრიუმფატორია! 

სხვა სტატიები