ფაბიო ფონინი VS ტეილორ ფრიცი
გრძელდება ჩინეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ჩენდუში, სადაც ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველი შეხვედრა იტალიელ, მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერ ფაბიო ფონინისა და ამერიკელ, რეიტინგის 62-ე ნომერ ტეილორ ფრიცს შორის ჩატარდა.
სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად იტალიელი მიიჩნეოდა.
პირველ სეტში მოთამაშეებმა საკუთარი მოწოდება უშეცდომოდ აიღეს, შესაბამისად შედგა ტაი-ბრეიკი სადაც გამარჯვებული ტეილორ ფრიცი გახლდათ ანგარიშით – 7:5.
მეორე სეტში იტალიელი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, რაც ანგარიშზეც ასახა – მან მეტოქე მშრალზე დატოვა.
მესამე და გადამწყვეტი სეტი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა – შედგა 5 ბრეიკი, საიდანაც 3 ფაბიო ფონინიმ შეასრულა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
საბოლოო შედეგი ასეთია – 6:7(5), 6:0, 6:3 – ფაბიო ფონინის სასარგებლოდ.
ჟოაო სოუზა VS ბერნარდ ტომიჩი
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალიელი, რეიტინგის 50-ე ნომერი ჟოაო სოუზა და ავსტრალიელი, რეიტინგის 123-ე ნომერი ბერნარდ ტომიჩი დაუპირისპირდნენ.
პირველი სეტის მესამე გეიმში ბერნარდ ტომიჩმა ბრეიკი შეასრულა – სწორედ ეს ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი და გაიმარჯვა ანგარიშით – 4:6.
მეორე სეტში ჟოაო სოუზამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება. ბერნარდ ტომიჩმა შესანიშნავად გამოიყენა ბრეიკის უპირატესობა და ყველა საკუთარი მოწოდება თავის აქტივში მიითვალა, შესაბამისად გაიმარჯვა კიდეც.
საბოლოო შედეგი ასეთია – 4:6, 4:6 – ბერნარდ ტომიჩ
(42)