Belive

ATP ჩენდუ - მიმოხილვა (ფრიცი-კუკუშკინი; ფონინი-ბემელმანს)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ტეილორ ფრიცი VS მიხაილ კუკუშკინი

ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა ჩენდუს ტურნირის ¼-ფინალურ ეტაპზე გააღწია, მისი მეტოქე  1/8-ფინალში ყაზახი, მსოფლიო რეიტინგის 87-ე ნომერი მიხეილ კუკუშკინი გახლდათ. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საწყის 2 გეიმში საკუთარი მოწოდებები გაცვალეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ 8 გეიმი თანაბრად გაინაწილეს, ორივე დამაჯერებლად იგებდა საკუთარ ჩამოწოდებას. ანგარიშით 6:5-ზე ტეილორ ფრიცმა მოწინააღმდეგის მოწოდებაზე პირველივე ბრეიკის შანსი გამოიყენა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. რაც შეეხება მეორე სეტს, ყაზახმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 1 გეიმის მოპოვება მოახერხა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება: 7:5, 6:1 - მომდევნო ეტაპის საგზური ტეილორ ფრიცმა მოიპოვა.  

ფაბიო ფონინი VS რუბენ ბემელმანსი

მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი, იტალიელი ფაბიო ფონინი ჩენდუს ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე ბელგიელ რუბენ ბემელმანსს დაუპირისპირდა, რომელიც ამჟამად რეიტინგის ასეულს მიღმაა. მათი დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, პირველი სეტის მესამე გეიმში იტალიელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა რაც სეტის მოსაგებად საკმარისი უპირატესობა აღმოჩნდა. მეორე სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც შეიძლება ითქვას ბრწყინვალედ და უშეცდომოდ ითამაშა ფაბიო ფონინიმ, რომელმაც მატჩი გამარჯვებით დაამთავრა. 6:4, 7:6(2) - მომდევნო ეტაპზე იტალიელი ჩოგბურთელია.

სხვა სტატიები