Belive

ATP ჩენდუ - მიმოხილვა (სოუზა-ჯაზირი; ტომიჩი-ალიასიმი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ჟოაო სოუზა VS მალეკ ჯაზირი

ჩინეთში, ჩენდუს ტურნირის ¼-ფინალური ეტაპის რიგით მესამე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ პორტუგალიელი, მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერი ჟოაო სოუზა და რეიტინგის 63-ე პოზიციაზე მყოფი ტუნისელი მალეკ ჯაზირი დადგნენ. მათი დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი, საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სპეციალისტების აზრით ფავორიტად პორტუგალიელი ჩოგბურთელი მოიაზრებოდა, სწორედ მან მოიპოვა პირველ სეტში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება, 2-ბრეიკიანი უპირატესობით, ანგარიშით - 6:1. მეორე სეტში საწყის გეიმებში საკმაოდ დამაჯერებელი იყო ორივე ჩოგბურთელი, თუმცა სეტის მიწურულს მალეკ ჯაზირიმ მოახერხა ბრეიკის გაკეთება, რომელსაც დამაჯერებლად მოგებული საკუთარი მოწოდება მიაყოლა და სეტი გაიფორმა, ანგარიშით - 6:3. მესამე და გადამწყვეტ სეტში კაცების ჩოგბურთისათვის ძალიან უჩვეულო ფაქტის მომსწრენი გავხდით - ნათამაშები 9 გეიმიდან 7 შემთხვევაში ბრეიკი შედგა. მალეკ ჯაზირიმ ოთხიდან ვერცერთი საკუთარი მოწოდება ვერ მოიგო, არც ჟოაო სოუზამ დააკლო, თუმცა ჯამში ერთით ნაკლები მოწოდება დაკარგა რის ხარჯზეც მოახერხა და შეხვედრაში გაიმარჯვა. მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:1, 3:6, 6:3 - ჟოაო სოუზა ნახევარფინალშია.

ბერნარდ ტომიჩი VS ფელიქს ოჟე-ალიასიმი

რიგით უკანასკნელ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ავსტრალიელი, მსოფლიო რეიტინგის 123-ე პოზიციაზე მყოფი ბერნარდ ტომიჩი და რეიტინგის 147-ე ნომერი, კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაუპირისპირდა. სპეციალისტებისგან შეხვედრის ფავორიტის სტატუსის მინიჭების მხრივ ხმები ორად გაიყო, ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, თუმცა სურათი სხვაგვარი გამოდგა. პირველ სეტში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ძალიან მარტივად საწყისი გეიმებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ჯამში 2-ბრეიკიანი უპირატესობით, ანგარიშით - 6:2 იმარჯვა. მატჩის მიმდინარეობა არც მეორე სეტში შეცვლილა, კანადელი ჩოგბურთელის რიგით მეორე მოწოდება ბერნარდ ტომიჩმა საკუთარ აქტივში მიითვალა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის საბოლოო შედეგისათვის. მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:2, 6:4 - ბერნარდ ტომიჩი ნახევარფინალშია.      

სხვა სტატიები