Belive

ATP ჩენდუ - მიმოხილვა (ტომიჩი-ჰარისი; სოუზა-პოსპიშილი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ბერნარდ ტომიჩი Vs ჯორჯ ჰარისი მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერი ჯორჯ ჰარისი ჩენდუს ტურნირზე რეიტინგის 123-ე ნომერ, ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდა, ადამიანს რომელსაც ერთ დროს პირველ ნომრობას რომ უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რეალობა სხვაგარი აღმოჩნდა. დაძაბული პირველი სეტი, რომლის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა ბერნარდ ტომიჩის გამარჯვებით დასრულდა. ჯორჯ ჰარისმა მეორე სეტში წონასწორობა საკმაოდ მარტივად აღადგინა, მიჯრით მოგებული პირველი სამი გეიმის შემდეგ, მოწინააღმდეგეს სეტის ბოლო გეიმი კიდევ ერთხელ წაართვა და საბოლოო ანგარიში - 6:2 დააფიქსირა. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ სეტს მოთამაშეებმა თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს და მატჩის ბედი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც პირველივე მოწოდებაზე მინი ბრეიკი შეასრულა ბერნარდ ტომიჩმა. ტაი-ბრეიკის მიწურულს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ორი საკუთარი მოწოდება გაანიავა და მეტოქე მატჩ-პოინტამდე მიიყვანა, თუმცა არც ჰარისი აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად მზად - მიჯრით წაგებული 3 გათამაშების შემდეგ იგი კორტს წაგებულის რანგში დაემშვიდობა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6(5), 2:6, 7:6(6) ბერნარდ ტომიჩის სასარგებლოდ.   ჟოაო სოუზა Vs ვასეკ პოსპიშილი  საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრა მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერ ჟოაო სოუზასა და 86-ე ჩოგან ვასეკ პოსპიშილს შორის. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები შეიძლება ითქვას უშეცდომოდ მოიგეს და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც გამარჯვება ვასეკ პოსპიშილს დარჩა, რომელმაც მე-4 სეტ-პოინტის რეალიზება მოახდინა. მეორე სეტის პირველივე გეიმში პორტუგალიელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, რომელიც სეტის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. გადამწყვეტ სეტში კი მაყურებელმა უამრავი ბრეიკ-პოინტი იხილა, არცერთი ჩოგბურთელი არ იყო საკუთარ მოწოდებაზე დამაჯერებელი, ვასეკ პოსპიშილმა შეხვედრის მოსაგებად იდეალური შანსები გაუშვა ხელიდან ანგარიშით 5:3-ზე მან საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მთავარი ფაქტი ის არის რომ 2-ჯერ ჰქონდა მატჩ-პოინტი. საბოლოოდ შეხვედრა ტაი-ბრეიკამდე მივიდა სადაც მშრალად ანგარიშით - 7:0 გაიმარჯვა ჟოაო სოუზამ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:7(4), 6:4, 7:6(0) - ჟოაო სოუზა მომდევნო ეტაპზეა.

სხვა სტატიები