Belive

ATP ჩენდუ - ფინალი

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დასრულდა ჩენდუში მიმდინარე ტურნირი, სადაც ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი, იტალიელი ფაბიო ფონინი და რეიტინგის 123-ე ნომერი, ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით, შეხვედრის ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობამ საპირისპირო აჩვენა. პირველ სეტში ბერნარდ ტომიჩმა დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება, მან საწყისი გეიმებიდან შეძლო ბრეიკის გაკეთება, რომელიც სეტის ბოლოს კიდევ უფრო გააუმჯობესა და ჯამში 2 ბრეიკით, ანგარიშით - 6:1 გაიმარჯვა. მეორე სეტში ფაბიო ფონინიმ მოახერხა უპირატესობის მოპოვება, თუმცა უმალვე გაანიავა, მაგრამ სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ მოუგო მეტოქეს მოწოდება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 6:3. მესამე და გადამწყვეტ სეტში, საწყის 5 გეიმში მოთმაშეებმა 2-2 საკუთარი მოწოდება წააგეს, მაგრამ შემდეგ უშეცდომო თამაშის ხარჯზე ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც იტალიელმა ჩოგბურთელმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, მას 3 მატჩ-პოინტი ანუ საჩემპიონო ქულა ჰქონდა, საიდანაც ანგარიშით 6:3-ზე 2-ჯერ მისი მოწოდება იყო, თუმცა ვერ მოახერხა თამაშის მოგება და საბოლოოდ ანგარიშით 9:7 ბერნარდ ტომიჩმა ჩენდუს ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ იგი ამ ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. 25 წლის ავსტრალიელისთვის ეს მე-4 ტიტულია. მომდევნო კვირიდან იგი რეიტინგში საგრძნობლად წინ წაიწევს - 123-ე ადგილიდან 76-ზე გადავა.

სხვა სტატიები