Belive

ATP CUP-ის ჯგუფები ცნობილია, ტურნირი პირველ თებერვალს იწყება!

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე, ახლადდანერგილი ტურნირი - ATP CUP გაიმართება, რომელიც პირველ თებერვალს აიღებს სტარტს. ტურნირზე 12 ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. წილისყრის შედეგად ასეთი მოცემულობა დადგა: A ჯგუფი - სერბეთი; კანადა; გერმანია B ჯგუფი - ესპანეთი; ავსტრალია; საბერძნეთი  C ჯგუფი - ავსტრია; საფრანგეთი; იტალია D ჯგუფი - რუსეთი; არგენტინა; იაპონია თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე (1/2-ფინალი) მხოლოდ 1 ქვეყანა იღებს ასპარეზობის უფლებას. გეტყვით, რომ წინა წლისგან განსხვავებით სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე მონაწილეობას აღარ იღებს. ასევე, ATP Cup-ზე ყველა მოწინავე ჩოგბურთელი იასპარეზებს.  

სხვა სტატიები