Belive

ATP Cup-ზე საქართველო მე-16 ნომრად იასპარეზებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2022 წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი - ATP Cup, ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა და მათი საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. სასიხარულოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, საქართველო ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე მონაწილე 24 ქვეყანა გადანაწილებული იქნება 6 ჯფუში - თითოეულ ჯგუფში იქნება 4 მათგანი იქნება, საიდანაც მომდევნო ეტაპზე გავა თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი. ტურნირი პირველად 2020 წელს ჩატარდა, სადაც გამარჯვება სერბეთმა შეძლო, ხოლო 2021 წელს ტიტულს რუსეთი დაეუფლა. 2021 წელს ტურნირის საპრიზო ფონდი $7,500,000 იყო, ხოლო წლევანდელი საპრიზო ამ ეტაპისთვის ცნობილი არაა. 2022 წლის ATP Cup, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წლის პირველი ტურნირი იქნება, ვინაიდან მისი დაწყების თარიღი პირველი იანვარია.

სხვა სტატიები