Belive

ATP და WTA ფედერერისგან ინიცირებულ გაერთიანების იდეას მხარს უჭერენ

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
თანამედროვე ჩოგბურთის მოქმედმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა, რამდენიმე კვირის წინ ATP-სა და WTA-ს გაერთიანებისაკენ მოუწოდა. შვეიცარიელის აზრით კორონავირუსის მიერ მიყენებული ზარალიდან გამომდინარე, აღნიშნული ასოციაციების გაერთიანებით, ორი დაზინებული ორგანიზაციის ნაცვლად, ერთი და მყარი საჩოგბურთო ორგანო ჩამოყალიბდება. როჯერ ფედერერმა აღწერა უამრავი გარემოება თუ რატომ და რისთვის ჯობია მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციების ერთობლივობა. საკითხს უამრავი ჩოგბურთელი დადებითად გამოეხმაურა, თუმცა იმ პერიოდისათვის არც ATP-ს და არც WTA-ს წარმომადგენლებს ფედერერის ინიციატივაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ ATP-ს გენერალური დირექტორი დაეთანხმა ფედერერის მოსაზრებებს და გამოხატა საკუთარი სიმპატია როჯერის მიერ ნათქვამი აზრის მიმართ. ლეგენდარული შვეიცარიელის ინიციატივა ასევე განსაკუთრებით მოიწონა WTA-ს, როგორც ორგანიზაციის უმთავრესმა ფიგურამ და გამოხატა მზაობა გაერთიანებისათვის. ამრიგად, არსებობს შანსი, რომ ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციები გაერთიანდნენ და საზოგადოებისთვის იმუშაონ ერთობლივი ორგანიზაციის ამპლუაში, რასაც ჩოგბურთის მოყვარულებისა და მცოდნეების აზრით არაერთი დადებითი მხარე ექნება.

სხვა სტატიები