Belive

ATP-მ ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებლით შეადარა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ATP-ის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემი, სადაც ერთმანეთს ნოვაჯ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი შეადარეს. მონაცემის არსი შემდეგშია - ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილით მოთამაშე ჩოგბურთელები არიან, ATP-მ გამოთვალა მათ მიერ ისეთი გათამაშებების მოგების სიხშირე, რომელიც 0-დან 4 დარტყმამდეა.

 
View this post on Instagram
 

Two different styles with almost identical metrics 😯 Novak & Roger’s rally success analysed thanks to @infosys ATP Beyond The Numbers ☝️

A post shared by ATP Tour (@atptour) on

აღმოჩნდა, რომ პლანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები 0-დან 4 დარტყმამდე გათამაშებებს თითქმის იდენტური პროცენტულობით იგებენ - განსხვავება ძალიან მინიმალურია. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური ტური კორონავირუსის გამო 8 ივნისის ჩათვლით, შეჩერებულია.  

სხვა სტატიები