Belive

ATP მეცი - მიმდინარე მოვლენები

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, კერძოდ კი მეცში, 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა მონაწილეობას, ის მესამე ეტაპზე ჟო-უილფრიდ ცონგას წინააღმდეგ, მე-3 გადამწყვეტ სეტში, ტრავმის გამო დანებდა. მეცის ტურნირზე ნახევარფინალური ეტაპები დღეს, 21 სექტემბერს გაიმართება. ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

ალიაჟ ბედენე Vs. ბენუა პერი

პირველი ნახევარფინალური წყვილი ალიაჟ ბედენე და ბენუა პერი გახლავთ, აღნიშნულ შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ალიაჟ ბედენეს ნახევარფინალამდე სეტიც კი არ წაუგია, მან მეორე რაუნდში მოქმედი ჩემპიონი ჟილ სიმონი დაამარცხა. რაც შეეხება ბენუა პერის, ფრანგი ჩოგბურთელი ნამდვილად არ ტოვებს ბრწყინვალე შთაბეჭდილებას, თუმცა ის საკუთარ კედლებში იასპარეზებს და პუბლიკისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებს.

ლუკა პუიე Vs. ჟო-უილფრიდ ცონგა 

ლუკა პუიე საკმაოდ კარგად გამოიყურება, მან სონეფო და კრაინოვიჩი დაამარცხა და მეცის ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ამ ნახევარფინალური წყვილის ფავორიტად გამოცდილი ფრანგი ჩოგბურთელი, ჟო-უილფრიდ ცონგაა მიჩნეული, რომელსაც უკანასკნელი 8 შეხვედრიდან არცერთი მარცხი არ განუცდია. შეგახსენებთ, რომ მეცის ტურნირი ბოლო 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ ფრანგმა ჩოგბურთელებმა მოიგეს. ტურნირის საპრიზო ფონდი 524 340 ევროა.

სხვა სტატიები