Belive

ATP Metz - ფინალი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჟილ სიმონი Vs მათიას ბაჩინგერი

დასრულდა საფრანგეთში გამართული მეცის ტურნირი, სადაც შესანიშნავად იასპარეზა ადგილობრივმა ჟილ სიმონმა. პირველ რიგში აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირის ტრიუმფატორ ჟილ სიმონს გამარჯვებისთვის 5 შეხვედრის მოგება მოუწია. პირველ რაუნდში ჟირი ვესელი დაამარცხა, შემდეგ ფილიფ კრაინოვიჩი, ¼-ფინალში თანამემამულე რიშარ გასკეს გაუმკლავდა, ნახევარ ფინალში რადუ ალბოტს და რაც შეეხება ფინალს, მის პირისპირ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მათიას ბაჩინგერი წარსდგა. მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერ ჟილ სიმონსა და 166-ე ჩოგან მათიას ბაჩინგერს შორის დაპირისპირება საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. დაძაბულობით პირველი სეტი გამოირჩეოდა, სადაც ჩოგბურთელებმა სეტის განმავლობაში თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს და შეხვედრა ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზე ჟილ სიმონმა მეტოქეს მხოლოდ 2 გათამაშება დაუთმო და ანგარიშით 7:2 გაიმარჯვა. რაც შეეხება მეორე სეტს, ფრანგმა ჩოგბურთელმა ინტრიგა დასაწყისიდანვე გააქრო, მოიპოვა პირველი სამი გეიმი, საბოლოოდ კი მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმის მოგების საშუალება მისცა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 7:6(2), 6:1, დააფიქსირა.

სხვა სტატიები