Belive

ATP მოსკოვი - ფინალი მანარინო - ხაჩანოვი (ვიდეო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა რუსეთში, კერძოდ - მოსკოვში მიმდინარე 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი, სადაც ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის 49-ე ნომერი, ადრიან მანარინო და რეიტინგის 26-ე ნომერი კარენ ხაჩანოვი დადგნენ.  სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად კარენ ხაჩანოვი მიიჩნეოდა. არც ისე დაძაბული ორთაბრძოლის გამარჯვებული რუსი ჩოგბურთელი, კარენ ხაჩანოვი გახლდათ, რომელმაც 55 წუთში მოახერხა ტიტულის მოპოვება. პირველ სეტში, მანარინომ რიგით მეორე საკუთარი მოწოდება დათმო, რომელსაც სეტის ბოლოს კიდევ ერთი მიუმატა და ჯამში სეტი კარენ ხაჩანოვის 2-ბრეიკიანი უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით - 6:2. მეორე სეტში რუსმა ჩოგბურთელმა საწყისი 4 გეიმის მიჯრით მოგება მოახერხა და პირველი სეტის ანალოგიური ანგარიშით - 6:2 გაიმარჯვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:2 კარენ ხაჩანოვი სამშობლოში ჩემპიონი გახდა!

სხვა სტატიები