Belive

ATP-სა და WTA-ს განცხადება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში ATP და WTA ერთობლივ გადაწყვეტილებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც ყველანაირი საჩოგბურთო ტურნირი დროებით გაუქმებულია/გადადებულია, მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი - კორონავირუსია (covid-19). აღნიშნული ერთობლივი გადაწყვეტილება ზემოთხსენებულმა ასოციაციებმა რამდენიმე კვირის წინ უკვე მიიღეს, თუმცა საჩოგბურთო ღონისძიების შეჩერების ძველი ვადა 7 ივნისის ჩათვლით ვრცელდებოდა, ახალი ვადა კი 13 ივლისის თარიღით განისაზღვრა. "ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურნირი წლევანდელ სეზონში საერთოდ არ ჩატარდება, მათ შორის უიმბლდონიც. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია და ვფიქრობთ ამით ჩვენი მხრიდან კორონავირუსის გავრცელების რისკებს შევამცირებთ", - აცხადებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის დირექტორი ტომას ჰამერლი. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით კორონავირუსით მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა (1 030 181), საიდანაც 219 824 პაციენტში გამოჯანმრთელების სტადია დადგა, ხოლო 54 198 ადამიანის შემთხვევაში ინფექცია ლეტალური შედეგით დასრულდა.    

სხვა სტატიები