Belive

ATP შანხაი - მიმოხილვა (ჯოკოვიჩი-ანდერსონი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
შანხაის მასტერსის მეორე 1/4-ფინალურ ეტაპზე უიმბლდონის ფინალი განმეორდა. ერთმანეთს მსოფლიოს მე-3 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რეიტინგის მე-8 საფეხურზე მყოფი, სამხრეთ-ამერიკელი კევინ ანდერსონი.  პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები შესანიშნავად აიღეს, ფაქტობრივად უშეცდომოდაც კი - შესაბამისად სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც კევინ ანდერსონი ძლიერი მოწოდებები სერბმა ჩოგბურთელმა არად ჩააგდო და საბოლოოდ ანგარიშით - 7:1 გაიმარჯვა. მეორე სეტში რიგით მე-2 მოწოდებაზე ჯოკოვიჩმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი ბრეიკი მთელი შეხვედრის განმავლობაში, შესაბამისად შეხვედრის გამარჯვებული და ნახევარფინალური საგზურის მეპატრონე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.  

სხვა სტატიები