Belive

ATP შანხაი - მიმოხილვა (ფედერერი-ნიშიკორი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
შანხაის მასტერსის უკანასკნელ 1/4-ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი როჯერ ფედერერი და რეიტინგის მე-12 ნომერი კეი ნიშიკორი დაუპირისპირდნენ. პირველ სეტში მაესტრომ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რის შემდეგაც მცირედით მოდუნდა და მისი უპირატესობა 1-ბრეიკამდე შემცირდა და საბოლოოდ სეტი ასეც მორჩა - 6:4. მეორე სეტში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, მოთამაშეებმა თითო-თითო ბრეიკი გააკეთეს და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ. ტაი-ბრეიკზე ნიშიკორის მინი-ბრეიკი ჰქონდა მოპოვებული და 4:1-ს იგებდა, თუმცა ლეგენდარულმა როჯერმა მიჯრით 6 გათამაშება მოიგო და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბორნა ჩორიჩი იქნება.  

სხვა სტატიები