Belive

ATP შენჟენი - მიმოხილვა (ნიშიოკა-ნორიე; მარი-ვერდასკო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

იოშიჰიტო ნიშიოკა VS კამერუნ ნორიე

შენჟენში მიმდინარე ტურნირის რიგით მესამე ¼-ფინალური შეხვედრა მსოფლიო რეიტინგის 73-ე ნომერ კამერუნ ნორიესა და  რეიტინგის 171-ე პოზიციაზე მყოფ, იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას შორის გაიმართა. სპეციალისტების ხმები მატჩის ფავირიტის სტატუსთან დაკავშირებით თანაბრად გაიყო, შესაბამისად შეხვედრას დაძაბული მოლოდინი ჰქონდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ყველა საკუთარი მოწოდების მოგება მოახერხეს, ტაი-ბრეიკზე კი გამარჯვება იაპონელ ჩოგბურთელს დარჩა ანგარიშით - 7:2. როგორც ჩანს მეორე სეტში ბრიტანელი კამერუნ ნორიე გატყდა და საწყის გეიმშივე დაკარგა საკუთარი ჩამოწოდება, საბოლოოდ სეტი 2-ბრეიკიანი უპირატესობით ისევ იაპონელმა ჩოგბურთელმა მოიგო და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. საბოლოო ანგარიში ასეთია: 7:6(2), 6:2.

ფერნანდო ვერდასკო VS ენდი მარი

შენჟენის ტურნირის უკანასკნელი ¼-ფინალური შეხვედრა სრულიად საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახის ენდი მარის მონაწილეობით შედგა, იგი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 311-ე პოზიციაზეა. დღევანდელ დაპირისპირებაში ენდის მეტოქე სწორედ ის ადამიანი გახლდათ ვისთანაც უკანასკნელი შეხვედრა წააგო, ეს შეხვედრა კი ამერიკის ღია პირველობაზე შედგა - ფერნანდო ვერდასკო. 34 წლის ესპანელმა ენდის ამერიკის ღია პირველობაზე 4 სეტში მოუგო, ამჟამად კი შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბრიტანელი მიიჩნეოდა. პირველ სეტში ენდიმ რიგით მეორე საკუთარი მოწოდება ვერ მოიგო, თუმცა წონასწორობა მომდევნო გეიმშივე აღადგინა, რის შემდეგაც სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და შესაბამისად სეტიც. საწყის ეტაპზე ანალოგიური განვითარება ჰქონდა მეორე სეტსაც, სადაც საკუთარი რიგით მეორე მოწოდება ენდი მარიმ ისევ წააგო და სწორედ ეს ბრეიკი გამოდგა შეხვედრაში გადამწყვეტი - მოთამაშეებმა საკუთარი მოწოდებები უშეცდომოდ აიღეს და შეხვედრის გამარჯვებული 2 სეტში გამოვლინდა. მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 6:4 - ფერნანდო ვერდასკომ მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი ზედიზედ მეორედ დაამარცხა და შენჟენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

სხვა სტატიები