Belive

ATP შენჟენი - მიმოხილვა (რამოსი-ერბერი; დე მინორი-ძუმჰური)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ალბერტ რამოს-ვინოლასი VS პიერ ერბერი

ამჟამად საჩოგბურთო სამყაროს უდიდესი ყურადღება ჩინეთს აქვს მიპყრობილი, ვინაიდან ამ კონკრეტულ მონაკვეთში ყველანაირი პრესტიჟული ტურნირი ჩინეთში ტარდება, შენჟენის ტურნირიც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ¼-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი და ფრანგი პიერ ერბერი დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ფრანგი ჩოგბურთელი მოიაზრებოდა, თუმცა არც ისე დიდი უპირატესობით. პირველ სეტში არცერთ ჩოგბურთელს არ დაუკარგავს საკუთარი მოწოდება და შესაბამისად ტაი-ბრეიკი გაიმართა, სადაც საწყის ეტაპზე ერბერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, 5:1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ სეტი ესპანელმა მოიგო ტაი-ბრეიკზე, ანგარიშით 8:6. მატჩის მიმდინარეობის სურათი არც მეორე სეტში შეცვლილა, ჩოგბურთელებმა ისევ უშეცდომოდ მოიპოვეს საკუთარი მოწოდებები და შეხვედრაში მეორე ტაი-ბრეიკი ჩატარდა, სადაც საწყის ეტაპზე პირველი სეტის მსგავსად უპირატესობა ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიპოვა, რომელმაც ამჯერად უკვე მოახერხა და ანგარიშით - 7:1 მოიგო ტაი-ბრეიკი. მესამე და გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელებისგან საკუთარი გეიმების მოპოვება უკვე აღარავის აკვირვებდა, მაგრამ შეხვედრაში პირველი და უკანასკნელი ბრეიკი, რომელიც ანგარიშით 4:5-ზე შედგა ფრანგმა პიერ ერბერმა მოახერხა და ამ გეიმით მატჩიც მოიგო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 7:6(6),6:7(1),4:6.  

ალექს დე მინორი VS დამირ ძუმჰური

შენჟენის ტურნირის რიგით მეორე 1/4-ფინალურ ეტაპზე ალექს დე მინორი და დამირ ძუმჰური დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით ფავორიტად მსოფლიო რეიტინგის მე-40 პოზიციაზე მყოფი ალექს დე მინორი მოიაზრებოდა. პირველ სეტში ალექს დე მინორმა პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ამ უპირატესობით სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში დამირ ძუმჰურმა საკუთარი პირველი ორი მოწოდება დაკარგა და მოწინააღმდეგეს დიდი უპირატესობა მოაპოვებინა, თუმცა შეძლო და წონასწორობა აღადგინა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ახალგაზრდა ავსტრალიელმა ბოსნიელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 7:6(7).

სხვა სტატიები