Belive

ATP შენჟენი - მიმოხილვა (რამოსი-ტროიცკი; ერბერი-ციციპასი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ალბერტ რამოს-ვინოლასი Vs ვიქტორ ტროიცკი მსოფლიო რეიტინგის 52-ე ნომერი ალბერტ რამოს-ვინოლასი შენჟენის 1/8-ფინალურ ეტაპზე ჩოგბურთის მოყვარულებისათვის კარგად ნაცნობ ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 131-ე ჩოგანია. მათი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, 2 საათიანი და 40 წუთიანი ბრძოლის გამარჯვებული ესპანელი რამოს-ვინოლასი აღმოჩნდა. პირველ სეტში ესპანელმა ტაი-ბრეიკზე ანგარიშით - 7:4 იმარჯვა, მეორე სეტის პირველივე გეიმში სერბმა ჩოგბურთელმა უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 6:4 მოიგო. მესამე გადამწყვეტ სეტში შეხვედრის ბედი ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა, სადაც ესპანელმა არანაირი შანსი არ მისცა სერბ მეტოქეს, შესაბამისად ¼-ფინალის საგზური რამოს-ვინოლასს დარჩა.   პიერ ერბერი Vs სტეფანოს ციციპასი მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი და ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი სტეფანოს ციციპასი ფრანგ, რეიტინგის 67-ე ნომერ პიერ ერბერს დაუპირისპირდა. შეხვედრას არც თუ ისე დრამატული განვითარება ჰქონდა, თუმცა იმ შედეგს რაც დაფიქსირდა არავინ ელოდა. 1 საათსა და 43 წუთში შეხვედრის გამარჯვებული ფრანგი ჩოგბურთელი გამოდგა. პირველ სეტში 1-ბრეიკიანი უპირატესობით ფრანგმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა, მეორე სეტში საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკზე ფრანგმა საბოლოოდ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.  

სხვა სტატიები