Belive

ATP შენჟენი - ფინალი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა ჩინეთში, კერძოდ კი - შენჟენში მიმდინარე 250 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის 171-ე ნომერი იოშიჰიტო ნიშიოკა და რეიტინგის 67-ე ნომერი, პიერ ერბერი შეხვდნენ. ტურნირის დასაწყისს და მონაწილე ჩოგბურთელებს თუ გავიხსენებთ ამ ფინალს არავინ ელოდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას დამსახურებულად გაიარა ორივე მათგანმა ფინალამდე მისასვლელი გზა. პირველ სეტში იაპონელმა ჩოგბურთელმა 1-ბრეიკიანი უპირატესობით ანგარიშით - 7:5 გაიმარჯვა. მეორე სეტის პირველ გეიმზე იაპონელმა ბრეიკი შეასრულა, რითაც ძალიან მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, თუმცა მან ზედიზედ 6 გეიმი წააგო და სეტების ანგარიში გათანაბრდა. მესამე და გადამწყვეტ სეტში, რიგით მეხუთე გეიმზე ნიშიოკამ ერბერს ბრეიკი გაუკეთა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საჩემპიონო ტიტულისათვის, ნიშიოკამ მე-5 მატჩ-პოინტი გამოიყენა და გადამწყვეტ სეტში ანგარიშით - 6:4 გაიმარჯვა. მომდევნო კვირიდან ნიშიოკა 76 ადგილით წინ წაიწებს და მსოფლიო რეიტინგის 95-ე პოზიციას დაიკავებს.

სხვა სტატიები