Belive

ATP ST. Petersburg - მიმოხილვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სტარტი აიღო სანკტ-პეტერბურგის ტურნირმა, სადაც 1/8-ფინალური შეხვედრები ჩატარდა. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები შედგა ერთეულთა თანრიგში.

დომენიკ ტიმი Vs ჟან-ლეონარდ შტრაფი

ერთმანეთის პირისპირ ავსტრიელი, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი დომენიკ ტიმი და გერმანელი, რეიტინგის 50-ე ნომერი ჟან-ლეონარდ შტრაფი დადგნენ. საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრის პირველი სეტი, სასტარტო გეიმში ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დაკარგა საკუთარი მოწოდება თუმცა მალევე აღადგინა წონასწორობა, რის შემდეგაც სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა სადაც დომენიკ ტიმმა ანგარიშით 7:4 იმარჯვა და სეტის საბოლოო ანგარიში - 7:6 დააფიქსირა. მეორე სეტში, გერმანელი ჩოგბურთელის რიგით მეორე მოწოდება დომენიკ ტიმმა საკუთარ აქტივში მიითვალა და სწორედ ეს უპირატესობა გამოდგა გადამწყვეტი და 1-ბრეიკიანი უპირატესობით შეხვედრა 25 წლის ავსტრიელმა ანგარიშით - 7:6(4), 6:4 მოიგო. შემდეგ ¼-ფინალურ დაპირისპირებას დომენიკ ტიმი, რუსი დანილ მედვედევის წინააღმდეგ გამართავს.

მარტინ კლიჟანი Vs ფაბიო ფონინი

1/8-ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიო რეიტინგის 65-ე ნომერი მარტინ კლიჟანი და რეიტინგის მე-13 ნომერი ფაბიო ფონინი. ყველასათვის გასაკვირად მარტინ კლიჟანმა ძალიან დამაჯერებელი შტაბეჭდილება დატოვა, პირველ სეტში იტალიელის რიგით მეორე მოწოდება საკუთარ აქტივში სალოვაკმა მიითვალა. გათვალისწინებით იმისა, რომ კლიჟანი საკუთარ მოწოდებაზე იდეალური გახლდათ სეტის მოსაგებად ეს უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე სეტს, იტალიელმა ჩოგბურთელმა ისევ ვერ შეძლო საკუთარ მოწოდებაზე მაქსიმალური კონცენტრირება და ანგარიშით 2:2-ზე მეტოქეს ბრეიკის უპირატესობა მიანიჭა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება:  6:3, 6:4 - მარტინ კლიჟანი მეოთხედფინალშია. სლოვაკი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე დენის შაპოვალოვი იქნება.  

სხვა სტატიები